logo
ENG



ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

01 დეკ 201910:55
3 წუთის საკითხავი
 
igl25it7w3tq3q9.jpg

ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. განცხადება დაჯგუფებამ ინტერნეტში გაავრცელა, თუმცა მომხდარის დეტალებზე და თავდამსხმელზე მასში საუბარი არ არის. სკოტლანდ-იარდის ინფორმაციით, ტერორისტი 28 წლის უსმან ხანია, რომელიც 2012 წელს ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირისთვის გაასამართლეს. ის ციხიდან ვადაზე ადრე 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

უსმან ხანმა ტერაქტი ლონდონის ხიდზე 29 ნოემბერს მოაწყო. დანით შეიარაღებული ხანი თავს დაესხა გამვლელებს და ორი ადამიანი მოკლა, სამი კი დაჭრა. მისი შეჩერება გამვლელებმა შეძლეს, რის შემდეგაც ადგილზე მისულმა პოლიციამ ტერორისტი ადგილზე მოკლა. გამოძიების ცნონით, უსმან ხანი მარტო მოქმედებდა. 


close დახურვა